პუბლიკაციები

საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემისა და მიმდინარე რეფორმების ანალიზი

აბსტრაქტი 

კვლევის ფარგლებში განხორციელებულია საქართველოს ჯანდაცვის სისტემის კომპლექსური ანალიზი. პირველ რიგში, განხილულია დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე გატარებული რეფორმები. ნაჩვენებია, თუ რამდენი განსხვავებული მოდელი იყო დანერგილი სულ რაღაც 25 წლის მანძილზე და რა პრობლემები წარმოქმნა თითოეულმა მათგანმა. თეორიული კვლევების და სხვა ქვეყნების გამოცდილების ანალიზის საფუძველზე მოხდა ჯანდაცვის სისტემის პრობლემების გამოვლენა, რომლებიც ტიპურია რეფორმების განსხვავებული მოდელებისთვის. ყურადღება გამახვილებულია ე.წ. DRG-ის სისტემის დანერგვაზე, რომელიც ხშირად, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის პრობლემების მოგვარების საუკეთესო გზად მოიხსენიება. 

სტატისტიკური კრიტერიუმების გამოყენებით შევამოწმეთ, თუ რამდენად თანხვედრაშია საქართველოში არსებული მდგომარეობა იმ ტენდენციებთან, რომლებიც დაფიქსირდა განვითარებულ ქვეყნებში. კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, 537 909 ჰოსპიტალიზაციის შემთხვევიდან, სტატისტიკური ანალიზის მეთოდების გამოყენებით შევისწავლეთ 126 248 შემთხვევა. ჩვენ მიერ განხორციელებულ ანალიზზე, სხვა ქვეყნების მიერ გატარებული რეფორმების შედეგად დაგროვილ გამოცდილებაზე და თეორიულ კვლევებზე დაყრდნობით შევიმუშავებთ რეკომენდაციები, თუ როგორ გავზარდოთ ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა.   


ავტორ(ებ)ი

ალექსანდრე რაქვიაშვილი, ეგნატე შამუგია