ღონისძიებები

Gnomon Wise-მა და Barcelona Center for International Affairs (CIDOB)-მა თბილისში გამართულ "Study Trip in Georgia 2024" უმასპინძლეს

Research Institute Gnomon Wise და Barcelona Center for International Affairs (CIDOB) 2-4 ოქტომბერს თბილისში “Study Trip in Georgia 2024” მასპინძლები იყვნენ.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ძალიან საინტერესო შეხვედრების სერია ერთი მხრივ, ევროპული კვლევითი ინსტიტუტების, ფონდების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ხოლო მეორე მხრივ, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საქართველოში ოპერირებად ფონდებს, პრეზიდენტს, დიპლომატიურ კორპუსს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, მკვლევარებსა და ჟურნალისტებს შორის.

ღონისძიების მიზანი იყო, დასავლელ კოლეგებს კიდევ ერთხელ გამოეხატათ სოლიდარობა და მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული, ევროპული მომავლისადმი, ევროპული ფასეულობებისადმი, მისცემოდათ შესაძლებლობა წინასაარჩევნოდ მეტი გაეგოთ ამ გზაზე ქვეყნაში არსებული გამოწვევების შესახებ და მაქსიმალურად გაეცნოთ საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი.

Gnomon Wise ამაყობს, რომ ამ ძალზედ მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძელი იყო და დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს - CIDOB-ს, Bertelsmann Stiftung-ს და Impact CEE-ს მხარდაჭერისთვის.