პუბლიკაციები

კავკასიის ეკონომიკის ყოველთვიური მიმოხილვა - სექტემბერი 2025

2024 წელს საქართველოში ინფლაციის ტემპი, წინა წელთან შედარებით, შემცირდა. 2025 წლის აგვისტოში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 4.6% შეადგინა. აგვისტოს ინფლაციაში მაღალი წვლილი სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასებმა შეიტანა, რომელიც 10%-ით გაიზარდა. თუმცა, რიგ სექტორებში ფასების კლება დაფიქსირდა, მათ შორის, ტანსაცმელისა და ფეხსაცმელის ფასები ყველაზე მეტით, 2.9%-ით შემცირდა. ამ ფონზე, ცენტრალურმა ბანკმა, ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე შეინარჩუნა.

წარსულში, რეგიონში ფასების დინამიკით სომხეთი გამოირჩეოდა. 2025 წლის აგვისტოში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა 3.6% იყო. ყველაზე მაღალი, 7.8%- იანი ზრდა განათლების სექტორში დაფიქსირდა, ხოლო ფასები უცვლელი იყო ტელეკომუნიკაციის სერვისში. სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება 2023 წელს დაიწყო. ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 6.75%-ზე შენარჩუნდა.

აზერბაიჯანში ინფლაცია შენელდა. 2025 წლის აგვისტოში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 4.9% შეადგინა. ივლისში ეს ნიშნული 5% იყო. აზერბაიჯანი რეგიონში შედარებით მაღალი ინფლაციით წინა პერიოდებში გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებდა. სექტემბერში მიღებული გადაწყვეტილებით, პოლიტიკის განაკვეთი 7%-მდე შემცირდა.

სრული დოკუმენტი იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

Gnomon Wise, ეგნატე შამუგია