კავკასიის ეკონომიკის ყოველთვიური მიმოხილვა - იანვარი 2026
2024 წელს საქართველოში ინფლაციის ტემპი, წინა წელთან შედარებით, შემცირდა. 2025 წლის დეკემბერში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 4% შეადგინა. დეკემბრის ინფლაციაში მაღალი წვლილი სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასებმა შეიტანა, რომელიც 8.8% -ით გაიზარდა. თუმცა, რიგ სექტორებში ფასების კლება დაფიქსირდა, მათ შორის, კავშირგაბმულობის ფასები ყველაზე მეტით, 4.7%-ით შემცირდა. ამ ფონზე, ცენტრალურმა ბანკმა, ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე შეინარჩუნა.
წარსულში, რეგიონში ფასების დინამიკით სომხეთი გამოირჩეოდა. 2025 წლის დეკემბერში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა 3.3% იყო. ყველაზე მაღალი, 8.3%-იანი ზრდა განათლების სექტორში დაფიქსირდა, ხოლო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ფასები 0.3%-ით შემცირდა. სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება 2023 წელს დაიწყო. ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 6.5%-მდე შეამცირა.
აზერბაიჯანში ინფლაცია შენელდა. 2025 წლის დეკემბერში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 5.2% შეადგინა. ნოემბერში ეს ნიშნული 5.5% იყო. აზერბაიჯანი რეგიონში შედარებით მაღალი ინფლაციით წინა პერიოდებში გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებდა. დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილებით, პოლიტიკის განაკვეთი 6.75%-მდე შემცირდა.
სრული დოკუმენტი იხ. მიმაგრებულ ფაილში.