ღონისძიებები

პანელური დისკუსია ჯანდაცვის რეფორმის შესახებ

2019 წლის 20 დეკემბერს კვლევითმა ინსტიტუტმა Gnomon Wise -მა, საქართველოს უნივერსიტეტთან ერთად, გამართა პანელური დისკუსია ჯანდაცვის რეფორმის შესახებ.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ:

თამარ გაბუნია - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; 

ვახტანგ კალოიანი - ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი; 

ეგნატე შამუგია - Gnomon Wise -ის მკვლევარი; 

დისკუსიას უძღვებოდა ალექსანდრე რაქვიაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი. 

დისკუსიაზე წარმოდგენილი იყო Gnomon Wise -ის მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტი ჯანდაცვის რეფორმის შესახებ (იხ. დოკუმენტის ბმული).