ღონისძიებები

კვლევის პრეზენტაცია: "საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის და მიმდინარე რეფორმების ანალიზი"

მიმდინარე წლის 18 თებერვალს შედგა კვლევითი ინსტიტუტის, Gnomon Wise -ის კვლევის - „საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის და მიმდინარე რეფორმების ანალიზი“ - პრეზენტაცია.

კვლევის შედეგები წარმოადგინეს ავტორებმა: ალექსანდრე რაქვიაშვილმა (საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი; Gnomon Wise -ის უფროსი მკვლევარი) და ეგნატე შამუგიამ (Gnomon Wise -ის მკვლევარი).

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მინისტრის მოადგილე, საქართველოს პარლამენტის წევრები და სფეროს ექსპერტები.