სემინარი: ტრადიციული მედიის კრიზისი ციფრულ ეპოქაში - ნდობის რღვევის მიზეზები
2026 წლის 16 ივლისს კვლევითმა ინსტიტუტმა Gnomon Wise-მა სემინარი და დისკუსია გამართა.
სემინარზე მკვლევარმა დავით ქუტიძემ ისაუბრა ტრადიციული მედიის გამოწვევებზე ციფრულ ეპოქაში, მედიის მიმართ ნდობის შემცირების მიზეზებსა და დეზინფორმაციის როლზე თანამედროვე საინფორმაციო სივრცის ფორმირებაში. სემინარი დაეფუძნა მომხსენებლის ანალიტიკურ სტატიას - „ტრადიციული მედიის კრიზისი ციფრულ ეპოქაში - ნდობის რღვევის მიზეზები“.
ანალიტიკური სტატიის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.