კავკასიის ეკონომიკის ყოველთვიური მიმოხილვა - მარტი 2026
2025 წელს საქართველოში ინფლაციის ტემპი, წინა წელთან შედარებით, აჩქარდა. 2026 წლის თებერვალში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 4.6% შეადგინა. თებერვლის ინფლაციაში მაღალი წვლილი სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასებმა შეიტანა, რომელიც 9.5% -ით გაიზარდა. თუმცა, რიგ სექტორებში ფასების კლება დაფიქსირდა, მათ შორის, კავშირგაბმულობის ფასები ყველაზე მეტით, 4.6%-ით შემცირდა. ამ ფონზე, ცენტრალურმა ბანკმა ბოლო გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე შეინარჩუნა.
წარსულში რეგიონში ფასების დინამიკით სომხეთი გამოირჩეოდა. 2026 წლის თებერვალში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა 4.3% იყო. ყველაზე მაღალი, 10.3%-იანი ზრდა ალკოჰოლის ფასებზე დაფიქსირდა, ხოლო საყოფაცხოვრებო საგნების ფასები 0.1%-ით შემცირდა. სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება 2023 წელს დაიწყო. ბოლო გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 6.5%-ზე შენარჩუნდა.
აზერბაიჯანში ინფლაცია აჩქარდა. 2026 წლის თებერვალში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 5.7% შეადგინა. იანვარშიც ეს ნიშნული 5.7% იყო. აზერბაიჯანი რეგიონში შედარებით მაღალი ინფლაციით წინა პერიოდებში გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებდა. თებერვალში მიღებული გადაწყვეტილებით პოლიტიკის განაკვეთი 6.5%-მდე შემცირდა.
სრული დოკუმენტი იხ. მიმაგრებულ ფაილში.