პუბლიკაციები

ქართული კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ და ევროკავშირის რბილი ძალის ლიმიტები

ფოტო: Verfassungsblog

Gnomon Wise-ის მკვლევარის, დავით ზედელაშვილის სტატია "უცხოელი აგენტების" რუსული კანონპროექტის შესახებ, საკონსტიტუციო საკითხების მნიშვნელოვან ევროპულ აკადემიურ და ჟურნალისტურ ფორუმზე Verfassungsblog.

ავტორის მოსაზრებით, "უცხოელი აგენტების" კანონპროექტი მოიცავს საზოგადოებაზე დომინაციის პოტენციურად ტოტალიტარულ საშუალებებს, რომლის ავტორიტარული მიზანმიმართულებაც იმთავითვე ცხადია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის არ ემსახურება არც ერთ ლეგიტიმურ მიზანს, რომელზეც მისი სპონსორები მიუთითებენ.  კანონპროექტი ნათლად აჩვენებს, რომ ევროპის კავშირის "რბილმა ძალამ" ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებით თავი ამოწურა. შესაბამისად, ევროპის კავშირში უნდა გაითვალისწინონ, რომ კანდიდატის სტატუსის დაპირება ივანიშვილის რეჟიმს ვერ შეაცვლევინებს მის მიერ არჩეულ ავტოკრატიზაციის რუსულ გზას, სადაც "უცხოელი აგენტების" კანონი საკვანძო ინსტრუმენტია.

შენიშვნა: დოკუმენტი თავდაპირველად გამოქვეყნდა გერმანულ აკადემიურ ბლოგზე Verfassungsblog და ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.


ავტორ(ებ)ი

დავით ზედელაშვილი