ღონისძიებები

Gnomon Wise-ის განცხადება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise დაარსების დღიდან ემსახურება საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას - ვიყოთ დასავლური ოჯახის ნაწილი, დავამკვიდროთ ლიბერალური დემოკრატია და ამ მიზნით ხელი შევუწყოთ ძლიერი, დამოუკიდებელი ინსტიტუტების შენებას. ჩვენი მრავალმხრივი საქმიანობით ვცდილობთ წვლილი შევიტანოთ საქართველოს სახელმწიფოს ევროპულ მომავალში და ვეწინააღმდეგებით ყველაფერს, რაც ამ პროცესს საბოტაჟს უწყობს. 

ნებისმიერი კანონი და ქმედება, რომელიც ამყარებს ავტოკრატიას და აფერხებს დემოკრატიულ განვითარებას არის საქართველოს ღალატი! 

ხელისუფლების მიერ რუსული კანონის მიღება და მოქალაქეთა ნების უგულებელყოფა მიუღებელია!

იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა წინასაარჩევნო პერიოდში იმყოფება, ჩვენმა გუნდმა მთელი ძალისხმევა მიმართა სხვადასხვა რეფორმების პაკეტის შემუშავებასა და შესაბამისად, შინაარსობრივი დებატების გაძლიერებაში. თუმცა, სამწუხაროდ, ბოლოდროინდელი მოვლენები სრულად სპობს საგნობრივი დისკუსიის შესაძლებლობას. ქვეყნისთვის ეგზისტენციალური საფრთხიდან გამომდინარე, თითოეულ ჩვენგანს ღრმად გვწამს, რომ ამ ეტაპზე იმ ღირებულებების დაცვა, რომელსაც ჩვენი კვლევითი საქმიანობით თანმიმდევრულად და უწყვეტად ვცდილობთ, ახლა უპირველესად მოქალაქეთა გვერდით დგომით არის შესაძლებელი!

საქართველოს მოქალაქეთა ნება იმარჯვებდა და ყოველთვის გაიმარჯვებს!