ღონისძიებები

Gnomon Wise-მა ოკლაჰომას უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფს უმასპინძლა

18 ივნისს, Gnomon Wise-ის გუნდმა ოკლაჰომას უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფს უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში, Gnomon Wise-ის სხვადასხვა სფეროს მკვლევრებმა საკუთარი ექსპერტიზა გაუზიარეს სტუდენტებს და განიხილეს თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობები.

საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკას, უმაღლესი განათლების წინაშე არსებულ გამოწვევებს, ასევე იმ გზებს, რომლებითაც კვლევით და აკადემიურ წრეებს შეუძლიათ ერთობლივად იმუშაონ ხარისხიანი ცოდნის შექმნისა და გაზიარებისთვის.