სემინარი - აღკვეთის ღონისძიებათა გამოყენების სტატისტიკის ანალიზი: რაოდენობრივი ინდიკატორების ინტერპრეტაციის გამოწვევები
2026 წლის 8 ოქტომბერს კვლევითმა ინსტიტუტმა Gnomon Wise-მა სემინარი და საჯარო დისკუსია გამართა.
სემინარზე თამარ ქეცბაიამ ისაუბრა საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში აღკვეთის ღონისძიებათა გამოყენებისას ზედაპირული ოფიციალური მონაცემებით შექმნილი სურათის მიღმა არსებულ გამოწვევებზე, "სტატისტიკურ ილუზიასა" და ინსტიტუციური ავტომატიზმის რისკებზე. სემინარზე ყურადღება გამახვილდა პატიმრობისა და გირაოს დომინირებაზე, ე.წ. "საპატიმრო გირაოს" სამართლებრივ პარადოქსსა და სასამართლო მონაცემთა სიღრმისეული დამუშავებისა და გამოქვეყნების გამოწვევებზე.
ანალიტიკური სტატიის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.