ღონისძიებები

სემინარი - მზარდი სუბსიდიები დაბალპროდუქტიულ სოფლის მეურნეობაში

2026 წლის 29 ოქტომბერს კვლევითმა ინსტიტუტმა Gnomon Wise-მა სემინარი და საჯარო დისკუსია გამართა.

ინსტიტუტის მკვლევარმა, ეგნატე შამუგიამ, ისაუბრა თემაზე: „მზარდი სუბსიდიები დაბალპროდუქტიულ სოფლის მეურნეობაში“. მომხსენებელმა, მის მიერ მომზადებული ანალიტიკური პუბლიკაციის ძირითად მიგნებებზე დაყრდნობით, მიმოიხილა სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობის სუბსიდირების ზრდის ტენდენციები და მისი გავლენა სექტორზე.

ანალიტიკური სტატიის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.