პოდკასტები

ხუთშაბათის პოდკასტი (ეპიზოდი 9): დანაშაულის სტატისტიკა

გაიზარდა თუ შემცირდა  კრიმინალი? ეს კითხვა დღემდე პასუხგაუცემელია, თუმცა, არც თუ ისე იშვიათად, იქცევა ხოლმე განხილვის მთავარ თემად. როგორ ვზომავთ კრიმინალის დონეს? რა როლს თამაშობს ამ პროცესში დანაშაულის სტატისტიკა და რამდენად არის საკმარისი კრიმინოგენური მდგომარეობის მხრივ სრულყოფილი სურათის დასანახად ე.წ. "მშრალი რიცხვები"? 

ამ საკითხების შესახებ Gnomon Wise -ის მკვლევარებმა, ეგნატე შამუგიამ და თამარ ქეცბაიამ ისაუბრეს. პოდკასტში ასევე საუბარია დანაშაულის დეტერმინანტებზე, იმ ფაქტორებზე რომლებიც შესაძლოა დამნაშავის ქცევას განაპირობებდეს. ასევე, განხილულია Gnomon Wise -ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა, "საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის დეტერმინანტები სამხრეთ კავკასიაში - ემპირიული ანალიზი", რომელსაც შეგიძლიათ  ამ ბმულზე გაეცნოთ.