პოდკასტები

ხუთშაბათის პოდკასტი (ეპიზოდი 12): ყარაბაღის კონფლიქტის ანატომია - ვინ „გაიმარჯვა“ ომში?

2020 წლის 27 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის გაყინული კონფლიქტი განახლდა. საომარი მოქმედებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ყარაბაღის რეგიონსა და მის გარშემო, თითქმის, თვე-ნახევარი გაგრძელდა და კავკასიის რეგიონის სტაბილურობა მნიშვნელოვნად შეარყია.  ვინ არის ამ ომში „გამარჯვებული“? რა რეალობა დაუდგა ომის შემდგომ სომხეთსა და აზერბაიჯანს? რამდენად დასტაბილურდა რეგიონში სიტუაცია? რა ფორმებსა და მასშტაბებს მიაღწია ომის თანმდევმა პროპაგანდამ? - ამ უაღრესად მნიშვნელოვან კითხვებზე ისაუბრეს ხუთშაბათის პოდკასტში გიორგი გოგუაძემ (საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის (GCSD) დირექტორი) და ირინა გურგენაშვილმა (Gnomon Wise -ის მკვლევარი).