ხუთშაბათის პოდკასტი (ეპიზოდი 13): მედია პროდუქტის შინაარსში ჩარევის მცდელობები - მიზეზები და საფრთხეები
რა მიზანს ემსახურება მედია პროდუქტის შინაარსში ადმინისტრაციული ორგანოს (კომუნიკაციების კომისიის) ჩარევის მცდელობები და რა საფრთხეებს შეიცავს ეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის? რას ნიშნავს "უხამსობა" და რატომ ცდილობს კომისია მისგან "საზოგადოების დაცვას"? რას მივიღებთ მსგავსი ჩარევებით - ნაკლებ "უხამსობას" თუ ცენზურის კომიტეტს კომუნიკაციების კომისიის სახით?
ამ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხებზე ხუთშაბათის პოდკასტში ზვიად ქორიძემ (ჟურნალისტი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი) და დავით ქუტიძემ (Gnomon Wise -ის მკვლევარი) ისაუბრეს.