კავკასიის ეკონომიკის ყოველთვიური მიმოხილვა - თებერვალი 2026
2025 წელს საქართველოში ინფლაციის ტემპი, წინა წელთან შედარებით, აჩქარდა. 2026 წლის იანვარში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 4.8% შეადგინა. იანვრის ინფლაციაში მაღალი წვლილი სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასებმა შეიტანა, რომელიც 10.6% -ით გაიზარდა. თუმცა, რიგ სექტორებში ფასების კლება დაფიქსირდა, მათ შორის, კავშირგაბმულობის ფასები ყველაზე მეტით, 4.6%-ით შემცირდა. ამ ფონზე, ცენტრალურმა ბანკმა, ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე შეინარჩუნა.
წარსულში, რეგიონში ფასების დინამიკით სომხეთი გამოირჩეოდა. 2026 წლის იანვარში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა 3.8% იყო. ყველაზე მაღალი, 9%-იანი ზრდა ალკოჰოლის ფასებზე დაფიქსირდა, ხოლო კომუნალური ფასები 0.1%-ით შემცირდა. სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება 2023 წელს დაიწყო. ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 6.5%-ზე შენარჩუნდა.
აზერბაიჯანში ინფლაცია აჩქარდა. 2026 წლის იანვარში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 5.7% შეადგინა. დეკემბერში ეს ნიშნული 5.2% იყო. აზერბაიჯანი რეგიონში შედარებით მაღალი ინფლაციით წინა პერიოდებში გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებდა. თებერვალში მიღებული გადაწყვეტილებით, პოლიტიკის განაკვეთი 6.5%-მდე შემცირდა.
სრული დოკუმენტი იხ. მიმაგრებულ ფაილში.