პუბლიკაციები

საქართველოს სოფლის მეურნეობის რეფორმირების მიმართულება

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის რეფორმირების ზოგადი პრინციპებისა და ამ პრინციპების დანერგვის მოსალოდნელი შედეგების აღწერას.

დოკუმენტი მოიცავს სოფლის მეურნეობის სექტორის ისტორიული მემკვიდრეობის ანალიზს. მასში განხილულია დარგის დღევანდელი მდგომარეობა და ქვეყნის პოზიციები, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით. შესწავლილია სოფლის მეურნეობის სექტორში სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული რეფორმები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია ევროკავშირის საერთო აგრარულ პოლიტიკაზე, რათა ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობა მაქსიმალურად შეეთავსებოდეს ევროკავშირში მოქმედ რეგულაციებსა და წესრიგს. გარდა ამისა, განხილულია ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, ჩილეს, ბრაზილიისა და შვედეთის გამოცდილება.

აკადემიური კვლევებისა და შესწავლილი ქვეყნების მაგალითებზე დაყრდნობით, პოლიტიკის დოკუმენტში დადგინდა პარამეტრები, რომელთა მიღწევა აუცილებელია, რათა საქართველო განვითარებული სოფლის მეურნეობის მქონე ქვეყნებს დაუახლოვდეს. ასეთი ოთხი ძირითადი პარამეტრია: ფერმის საშუალო ზომა, აგროდასაქმება, აგრარული სექტორის წილი ეკონომიკაში და სექტორის საბიუჯეტო დახმარება.

ნაშრომში იდენტიფიცირებულია რეფორმირების იმგვარი მიმართულება, რომელიც, ერთი მხრივ, გაზრდის სოფლის მეურნეობის ეფექტიანობას, მეორე მხრივ კი, დაუახლოვდება ევროპის კავშირის საშუალო მაჩვენებლებს და მოქმედ რეგულაციებს.

დოკუმენტის სრულად გასაცნობად იხ. მიმაგრებული ფაილი.


ავტორ(ებ)ი

ზვიად ხორგუაშვილი, ეგნატე შამუგია