კავკასიის ეკონომიკის ყოველთვიური მიმოხილვა - მაისი 2024
2023 წელს საქართველოში ინფლაციის ტემპი, წინა წელთან შედარებით, შემცირდა. 2024 წლის აპრილში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 1.5% შეადგინა. აპრილის ინფლაციაში მაღალი წვლილი ტრანსპორტის ფასებმა შეიტანა, რომელიც 11%-ით გაიზარდა. თუმცა, რიგ სექტორებში ფასების კლება დაფიქსირდა, მათ შორის, ტანსაცმლის ფასები ყველაზე მეტით, 4.4%-ით შემცირდა. ამ ფონზე, ცენტრალურმა ბანკმა, ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე შეამცირა.
რეგიონში ფასების დინამიკით სომხეთი გამოირჩევა. მიმდინარე წლის აპრილში სამომხმარებლო ფასების წლიური კლება 0.7% იყო. ყველაზე მაღალი, 8.5%-იანი ზრდა ტრანსპორტის სექტორში დაფიქსირდა, ხოლო 4.5%-იანი კლება - სურსათის ფასებზე. ეს კი სამომხმარებლო ფასების ძირითადი ნაწილია. სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება 2023 წელს დაიწყო. ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე შემცირდა.
აზერბაიჯანში ინფლაცია დასტაბილურდა. 2024 წლის აპრილში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 0% შეადგინა. მარტში ინფლაცია 0.5% იყო. აზერბაიჯანი რეგიონში შედარებით მაღალი ინფლაციით წინა პერიოდებში გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებდა. მაისში მიღებული გადაწყვეტილებით, პოლიტიკის განაკვეთი 7.25%- მდე შემცირდა.
სრული დოკუმენტი იხ. მიმაგრებულ ფაილში.