პუბლიკაციები

კავკასიის ეკონომიკის ყოველთვიური მიმოხილვა - აგვისტო 2024

2023 წელს საქართველოში ინფლაციის ტემპი, წინა წელთან შედარებით, შემცირდა. 2024 წლის ივლისში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 1.8% შეადგინა. ივლისის ინფლაციაში მაღალი წვლილი ტრანსპორტის ფასებმა შეიტანა, რომელიც 9.4%-ით გაიზარდა. თუმცა, რიგ სექტორებში ფასების კლება დაფიქსირდა, მათ შორის, კავშირგაბმულობის ფასები ყველაზე მეტით, 7.6%-ით შემცირდა. ამ ფონზე, ცენტრალურმა ბანკმა, ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე შეინარჩუნა.

რეგიონში ფასების დინამიკით სომხეთი გამოირჩევა. მიმდინარე წლის ივლისში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა 1.4% იყო. ყველაზე მაღალი, 10%-იანი ზრდა ტრანსპორტის სექტორში დაფიქსირდა, ხოლო 2%-იანი კლება - ტანსაცმლის ფასებზე. სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება 2023 წელს დაიწყო. ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 7.75%-მდე შემცირდა.

აზერბაიჯანში ინფლაცია დასტაბილურდა. 2024 წლის ივლისში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 2.7% შეადგინა. ივნისში ეს ნიშნული 1.1% იყო. აზერბაიჯანი რეგიონში შედარებით მაღალი ინფლაციით წინა პერიოდებში გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებდა. ივნისში მიღებული გადაწყვეტილებით, პოლიტიკის განაკვეთი 7.25%- ზე შენარჩუნდა.

სრული დოკუმენტი იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

Gnomon Wise, ეგნატე შამუგია