პუბლიკაციები

კავკასიის ეკონომიკის ყოველთვიური მიმოხილვა - სექტემბერი 2024

2023 წელს საქართველოში ინფლაციის ტემპი, წინა წელთან შედარებით, შემცირდა. 2024 წლის აგვისტოში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 1% შეადგინა. აგვისტოს ინფლაციაში მაღალი წვლილი ტრანსპორტის ფასებმა შეიტანა, რომელიც 7.4% -ით გაიზარდა. თუმცა, რიგ სექტორებში ფასების კლება დაფიქსირდა, მათ შორის, კავშირგაბმულობის ფასები ყველაზე მეტით, 12.7%-ით შემცირდა. ამ ფონზე, ცენტრალურმა ბანკმა, ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე შეინარჩუნა.

რეგიონში ფასების დინამიკით სომხეთი გამოირჩევა. მიმდინარე წლის აგვისტოში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა 1.3% იყო. ყველაზე მაღალი, 9.1%-იანი ზრდა ტრანსპორტის სექტორში დაფიქსირდა, ხოლო 3.9%-იანი კლება - ტანსაცმლის ფასებზე. სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება 2023 წელს დაიწყო. ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე შემცირდა.

აზერბაიჯანში ინფლაცია დასტაბილურდა. 2024 წლის აგვისტოში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 3.5% შეადგინა. ივლისში ეს ნიშნული 2.7% იყო. აზერბაიჯანი რეგიონში შედარებით მაღალი ინფლაციით წინა პერიოდებში გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებდა. ივნისში მიღებული გადაწყვეტილებით, პოლიტიკის განაკვეთი 7.25%- ზე შენარჩუნდა.

სრული დოკუმენტი იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

Gnomon Wise, ეგნატე შამუგია