კავკასიის ეკონომიკის ყოველთვიური მიმოხილვა - ოქტომბერი 2024
2023 წელს საქართველოში ინფლაციის ტემპი, წინა წელთან შედარებით, შემცირდა. 2024 წლის სექტემბერში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 0.6% შეადგინა. სექტემბრის ინფლაციაში მაღალი წვლილი სტუმარ-მასპინძლობის სექტორის ფასებმა შეიტანა, რომელიც 7.5%-ით გაიზარდა. თუმცა, რიგ სექტორებში ფასების კლება დაფიქსირდა, მათ შორის, კავშირგაბმულობის ფასები ყველაზე მეტით, 12.8%-ით შემცირდა. ამ ფონზე, ცენტრალურმა ბანკმა, ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე შეინარჩუნა.
რეგიონში ფასების დინამიკით სომხეთი გამოირჩევა. მიმდინარე წლის სექტემბერში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა 0.6% იყო. ყველაზე მაღალი, 9%-იანი ზრდა ტრანსპორტის სექტორში დაფიქსირდა, ხოლო 3.4%-იანი კლება - ტანსაცმლის ფასებზე. სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება 2023 წელს დაიწყო. ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე შემცირდა.
აზერბაიჯანში ინფლაცია დასტაბილურდა. 2024 წლის სექტემბერში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 3.5% შეადგინა. აგვისტოში ეს ნიშნული იგივე იყო. აზერბაიჯანი რეგიონში შედარებით მაღალი ინფლაციით წინა პერიოდებში გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებდა. ივნისში მიღებული გადაწყვეტილებით, პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-ზე შენარჩუნდა.
სრული დოკუმენტი იხ. მიმაგრებულ ფაილში.