კავკასიის ეკონომიკის ყოველთვიური მიმოხილვა - დეკემბერი 2024
2023 წელს საქართველოში ინფლაციის ტემპი, წინა წელთან შედარებით, შემცირდა. 2024 წლის ნოემბერში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 1.3% შეადგინა. ნოემბრის ინფლაციაში მაღალი წვლილი სტუმარ-მასპინძლობის სექტორის ფასებმა შეიტანა, რომელიც 7.1% -ით გაიზარდა. თუმცა, რიგ სექტორებში ფასების კლება დაფიქსირდა, მათ შორის, კავშირგაბმულობის ფასები ყველაზე მეტით, 12.9%-ით შემცირდა. ამ ფონზე, ცენტრალურმა ბანკმა, ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე შეინარჩუნა.
რეგიონში ფასების დინამიკით სომხეთი გამოირჩევა. მიმდინარე წლის ნოემბერში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა 1.4% იყო. ყველაზე მაღალი, 7.8%-იანი ზრდა განათლების სექტორში დაფიქსირდა, ხოლო 2.5%-იანი კლება - ტანსაცმლის ფასებზე. სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება 2023 წელს დაიწყო. ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 7%-მდე შემცირდა.
აზერბაიჯანში ინფლაცია დასტაბილურდა. 2024 წლის ნოემბერში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 4.4% შეადგინა. ოქტომბერში ეს ნიშნული 3.4% იყო. აზერბაიჯანი რეგიონში შედარებით მაღალი ინფლაციით წინა პერიოდებში გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებდა. ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილებით, პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-ზე შენარჩუნდა.
სრული დოკუმენტი იხ. მიმაგრებულ ფაილში.