კავკასიის ეკონომიკის ყოველთვიური მიმოხილვა - მარტი 2025

2024 წელს საქართველოში ინფლაციის ტემპი, წინა წელთან შედარებით, შემცირდა. 2025 წლის თებერვალში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 2.4% შეადგინა. იანვრის ინფლაციაში მაღალი წვლილი სტუმარ-მასპინძლობის სექტორის ფასებმა შეიტანა, რომელიც 6.8% -ით გაიზარდა. თუმცა, რიგ სექტორებში ფასების კლება დაფიქსირდა, მათ შორის, კავშირგაბმულობის ფასები ყველაზე მეტით, 12.2%-ით შემცირდა. ამ ფონზე, ცენტრალურმა ბანკმა, ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე შეინარჩუნა.
წარსულში, რეგიონში ფასების დინამიკით სომხეთი გამოირჩეოდა. 2025 წლის თებერვალში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა 2.4% იყო. ყველაზე მაღალი, 7.8%-იანი ზრდა განათლების სექტორში დაფიქსირდა, ხოლო 2.9%-იანი კლება - ტანსაცმლის ფასებზე. სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება 2023 წელს დაიწყო. ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 6.75%-მდე შემცირდა.
აზერბაიჯანში ინფლაცია შენელდა. 2025 წლის თებერვალში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 4.5% შეადგინა. იანვარში ეს ნიშნული 5.4% იყო. აზერბაიჯანი რეგიონში შედარებით მაღალი ინფლაციით წინა პერიოდებში გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებდა. იანვარში მიღებული გადაწყვეტილებით, პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-ზე შენარჩუნდა.
სრული დოკუმენტი იხ. მიმაგრებულ ფაილში.