პუბლიკაციები

კავკასიის ეკონომიკის ყოველთვიური მიმოხილვა - ნოემბერი 2025

2024 წელს საქართველოში ინფლაციის ტემპი, წინა წელთან შედარებით, შემცირდა. 2025 წლის ოქტომბერში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 5.2% შეადგინა. ოქტომბრის ინფლაციაში მაღალი წვლილი სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასებმა შეიტანა, რომელიც 11.7%-ით გაიზარდა. თუმცა, რიგ სექტორებში ფასების კლება დაფიქსირდა, მათ შორის, კავშირგაბმულობის ფასები ყველაზე მეტით, 4.2%-ით შემცირდა. ამ ფონზე, ცენტრალურმა ბანკმა, ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე შეინარჩუნა.

წარსულში, რეგიონში ფასების დინამიკით სომხეთი გამოირჩეოდა. 2025 წლის ოქტომბერში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა 3.7% იყო. ყველაზე მაღალი, 8.3%-იანი ზრდა განათლების სექტორში დაფიქსირდა, ხოლო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ფასები 0.9%-ით შემცირდა. სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება 2023 წელს დაიწყო. ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 6.75%-ზე შენარჩუნდა.

აზერბაიჯანში ინფლაცია აჩქარდა. 2025 წლის ოქტომბერში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 5.9% შეადგინა. სექტემბერში ეს ნიშნული 5.7% იყო. აზერბაიჯანი რეგიონში შედარებით მაღალი ინფლაციით წინა პერიოდებში გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებდა. ოქტომბერში მიღებული გადაწყვეტილებით, პოლიტიკის განაკვეთი 7%-ზე შენარჩუნდა.

სრული დოკუმენტი იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

Gnomon Wise, ეგნატე შამუგია