პუბლიკაციები

კავკასიის ეკონომიკის ყოველთვიური მიმოხილვა - დეკემბერი 2025

2024 წელს საქართველოში ინფლაციის ტემპი, წინა წელთან შედარებით, შემცირდა. 2025 წლის ნოემბერში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 4.8% შეადგინა. ოქტომბრის ინფლაციაში მაღალი წვლილი სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასებმა შეიტანა, რომელიც 10.3% -ით გაიზარდა. თუმცა, რიგ სექტორებში ფასების კლება დაფიქსირდა, მათ შორის, კავშირგაბმულობის ფასები ყველაზე მეტით, 4%-ით შემცირდა. ამ ფონზე, ცენტრალურმა ბანკმა, ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე შეინარჩუნა.

წარსულში, რეგიონში ფასების დინამიკით სომხეთი გამოირჩეოდა. 2025 წლის ნოემბერში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა 3.1% იყო. ყველაზე მაღალი, 8.3%- იანი ზრდა განათლების სექტორში დაფიქსირდა, ხოლო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ფასები 0.2%-ით შემცირდა. სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება 2023 წელს დაიწყო. ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 6.5%-მდე შეამცირა.

აზერბაიჯანში ინფლაცია შენელდა. 2025 წლის ნოემბერში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 5.5% შეადგინა. ოქტომბერში ეს ნიშნული 5.9% იყო. აზერბაიჯანი რეგიონში შედარებით მაღალი ინფლაციით წინა პერიოდებში გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებდა. დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილებით, პოლიტიკის განაკვეთი 6.75%-მდე შემცირდა.

სრული დოკუმენტი იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

Gnomon Wise, ეგნატე შამუგია