სამხრეთ კავკასიის ვაჭრობის მიმოხილვა - სექტემბერი 2026
სამხრეთ კავკასიის ქვეყნები - სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი - მცირე, ღია ეკონომიკები არიან, რომლებიც მაღალი დონით არიან ინტეგრირებული გლობალურ ბაზრებში. ეს ეკონომიკური გახსნილობა განაპირობებს იმას, რომ საერთაშორისო ვაჭრობა სასიცოცხლო როლს თამაშობს მათ განვითარებაში. საგარეო ვაჭრობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონის ეკონომიკურ ზრდაში (იხ. კავკასიის ეკონომიკის ყოველთვიური მიმოხილვა).
ჩვენი შეფასებით, სამხრეთ კავკასიის რეგიონის სავაჭრო ბრუნვამ პირველი შვიდი თვის განმავლობაში 57 453.1 მლნ დოლარი შეადგინა, სადაც ექსპორტი 29 370.2 მლნ დოლარს, ხოლო იმპორტი კი - 28 082.9 მლნ დოლარს უტოლდებოდა. წინა წლის იმავე პერიოდში საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 54 095.5 მლნ დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, იანვარივლისის პერიოდში რეგიონის საგარეო ვაჭრობა 6.2%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის ივლისში სავაჭრო ბრუნვამ 8 727.0 მლნ დოლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვაში აზერბაიჯანის წილი 52.9%-ს შეადგენდა, საქართველოს და სომხეთის წილები კი შესაბამისად 27% და 20.1% იყო.
მიმდინარე წლის ივლისში სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 6.3%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში, ყოველთვიური ექსპორტი და იმპორტი 4 340.4 მლნ და 4 386.6 მლნ დოლარს შეადგენდა.
სრული დოკუმენტი იხ. მიმაგრებულ ფაილში.