პუბლიკაციები

საქართველოს სოციალური დაცვის პოლიტიკის რეფორმირების მიმართულება

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოში სოციალური დაცვის სისტემის პრობლემებისა და გამოწვევების აღწერასა და ანალიზს. ის ყურადღებას ამახვილებს ამ პრობლემების მოგვარებისთვის საჭირო ცვლილებებზე და ასახავს სოციალური დაცვის სისტემის რეფორმირების ძირითად მიმართულებებს.

დოკუმენტში ფართოდაა განხილული თეორიული და ემპირიული ლიტერატურა, რომელიც შეისწავლის სოციალური დაცვის პოლიტიკასა და ცალკეული ქვეყნების მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგებს. აგრეთვე, ნაშრომში საფუძვლიანად განვიხილავთ ისეთ ქვეყნებს, რომლებიც ხასიათდება შედარებით მდგრადი, სანდო და მოქნილი სოციალური სისტემებით.

წარმოდგენილი დოკუმენტი ასევე მოიცავს საქართველოს სოციალური დაცვის მდგომარეობის ისტორიულ მიმოხილვას. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დღევანდელი მდგომარეობის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებასა და ანალიზს.

სხვადასხვა ქვეყნის სოციალური პოლიტიკის ცვლილებებისა და აკადემიური ლიტერატურის შესწავლის საფუძველზე, დოკუმენტში ჩამოყალიბებულია საქართველოს სოციალური პოლიტიკის წინაშე არსებული პრობლემის გადასაჭრელად საჭირო რეფორმირების მიმართულებები. კერძოდ, ეს მიმართულებები მოიცავს ორ ალტერნატივას: უნივერსალური საბაზისო შემოსავალი და მიზნობრივი სოციალური დახმარების გამარტივება/გაფართოება.

პოლიტიკის დოკუმენტში გამოკვეთილია რეფორმირების ისეთი მიმართულებები, რომელთა სრულყოფილი განხორციელების პირობებში, მოსალოდნელია სიღარიბის მაჩვენებლების მკვეთრი შემცირება და უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრა.

დოკუმენტის სრულად გასაცნობად იხ. მიმაგრებული ფაილი.


ავტორ(ებ)ი

ზვიად ხორგუაშვილი, ეგნატე შამუგია